Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ქუთაისში პანელური დისკუსია ჩატარდა

2025 წლის 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული დახმარების სამსახურის და აღნიშნული უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, გამოწვევები ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში".

ღონისძიების ჩატარების ინციატორი, ასევე ღონისძიების მოდერატორი და ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდათ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი სოფიო ყუბანეიშვილი.

მომხსენებლებმა - უმაღლესის სასწავლებლების პროფესორებმა, ადვოკატებმა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და სახალხო დამცევლის ოფისის წარმომადგენლებმა განიხილეს არასრულწლოვანთა/ბავშვთა უფლებებზე, სასამართლო პრაქტიკასა და საკანონმდებლო სიახლეებზე, განრიდება/მედიაციისა და პრევენციის მექანიზმებზე, არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებული მიდგომის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე განხილულ იქნება პრაქტიკაში აუქტუალური საკითხები.

 პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ სამართლის პროგრამის სტუდენტები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები.